მღვდელი გიორგი ედელშტაინი – ჩემი ეკლესია ავადაა


გიორგი ედელშტაინი – ჩემი ეკლესია ავადაა

შოთა კინწურაშვილის თარგმანი

გიორგი ედელშტაინი – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, მწერალი და ლიტერატურათმცოდნე,  რუსეთის დისიდენტური მოძრაობის და მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრი. ედელშტაინი ცნობილია  მოსკოვის საპატრიარქო პოლიტიკის  მისამართით საჯარო კრიტიკით და სამართლიანად ითვლება რუსეთის ეკლესიის უკანასკნელ დისიდენტ მღვდელმსახურად. ედელშტეინი იყო მამა ალექსანდრე მენის, გლებ იაკუნინინის და პაველ ადელგეიმის მეგობარი და თანამოაზრე.

ჩემთვის ნებისმიერი ადამიანი რომელიც რელიგიას დასცინის, ნებისმიერ რელიგიას, ეს არის ადამიანი რომელიც შარდავს საკუთარი მტრის საფლავზე. მას უბრალოდ სურს შეურაცხყოს და ამას ჩვეულებრივ ენკავედეს თანამშრომლები აკეთებდნენ… ჩვენი ერი სულიერად  არის ავად და  არა ეკონომიკურად,  ეკოლოგიურად ან თუნდაც იურიდიულად. ჩვენ ავად ვართ, ვინაიდან ყველა ადამიანი რომელიც ამ დარბაზში ზის კომუნიზმით არის მოწამლული, მათ შორის მეც. მე არასოდეს ვყოფილვარ საბჭოთა კავშირის პატრიოტი… მე ყოველთვის ვცხოვრობდი და ვცხოვრობ რუსეთში, ხოლო საბჭოთა კავშირი ეს არის ოქროს ურდო, რომელმაც დაიპყრო ჩემი ქვეყანა. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებაში  იყვნენ თუ არა მღვდელმსახურები დამნაშავენი? დიახ, იყვნენ! არისტოკრატია? დიახ, იყვნენ! ქარხნის მუშები? დიახ, იყვნენ! ხოლო გლეხები? ჩვენ თითქოსდა სულმუდამ ვწუხთ მათზე, მათ საყოველთაო შიმშილზე… და ვინ იბრძოდა სამოქალაქო ომში? ვინ იცავდა ტროცკის ან ლენინს? მე  1917-18 წლების რუსეთში უდანაშაულო ხალხს ვერ ვხედავ.   ერის სულიერი გამოჯანმრთელება მონანიების გარეშე ვერ მოხდება, ხოლო მონანიება მხოლოდ ეკლესიას ძალუძს. სხვა ორგანიზაციას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია, სინანულის გათვითცნობიერება მღვდელმსახურებმა უნდა დაიწყონ, ვინაიდან ჩვენ დაავადებულები ვართ ჯერ კიდევ 1943 წლიდან. მას შემდეგ რაც სტალინმა  საკუთარ კაბინეტში დაიბარა სამი მიტროპოლიტი: სერგი სტრაგოროდსკი, ნიკოლოზ იარუშევიჩი და ალექსი სიმანსკი, იმ პერიოდში ისინი არ იყვნენ რეპრესირებულები. სტალინი ბრწყინვალე პრაგმატიკოსი და ცინიკოსი იყო.  ის 1942 წელს მიხვდა რომ გაცილებით მომგებიანი გქონდეს საკუთარი ჯიბის ეკლესია, ხოლო ეს ჩანაფიქრი  1943 წელს განახორციელა. იმავე წლის რვა მარტს მისი  უშუალო მითითებით საეკლესიო კრება შედგა. კრებისათვის  შორეული გადასახლებებიდან ეპისკოპოსები მანქანებით, მატარებლებით და თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს. ცხრამეტი ეპისკოპოსი შეიკრიბა მოსკოვში და აირჩიეს პატრიარქი, ერთერთი ზემოთხსენებული სამი მიტროპოლიტიდან. ასე აღდგა რუსეთის ეკლესია! და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ეკლესიის ცოდვაზე, ეს არის 1917-18 წლის ადგილობრივი კრების უარყოფაა, რომლის დადგენილებები ნათლად გადმოსცემდა რუსეთის ეკლესიის  იერარქებისა და მონაწილეთა თავისუფალ ხმებს.  საეკლესიო კანონების თანამხად, ჩვენ კრების ყველა გადაწყვეტილება უნდა შეგვესრულებინა, თუმცა დღესდღეისობით  პატრიარქს ვირჩევთ, მაგალითად დაწყებული პატრიარქი სერგიდან (1943წ)  კირილეთი დასრულებული(2009) არა ისე როგორც ეს 1917-18 წლის საეკლესიო კრებამ დაგვიდგინა, დღეს ჩვენ უფლის ხმას აღარ ვუგდებთ ყურს, დღეს ჩვენ  უფრო უკეთ ვიცით ვინ იქნება შემდგომი პატრიარქი… უმაღლეს ხელისუფლებას 1917 წლის ეკლესიაში წარმოადგენდა წმინდა სინოდის წრე (ეპისკოპოსები, ერისკაცები, მღვდელმსახურები და მონოზვნები) და დღეს ვინ გვყავს ჩვენ სინოდში? ჩვენი მღვდელმსახურები საუბრობენ კაბინეტის მიტროპოლიტებზე თუ სამიტროპოლიტო კაბინეტებზე… ანუ ეს არის პოლიტბიუროს და ცეკას სულელური გამეორება. არანაირი სხვაობა არ არსებობს სტალინსა და ხრუშჩოვს, ლენინსა და სტალინს შორის. აქ ჩემი მტერი არა ადამიანი, არამედ ზოგადად ფაშიზმი და კომუნიზმია. 

 დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ცუდია? დიახ, ცუდია.  ვინაიდან ჩემი ეკლესია ავადაა!

მე ვფიქრობ რომ რუსეთის მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ავადაა. დღემდე არცერთი სიტყვა არ გვითქვამს სინანულზე, ჩვენ სულ ვდღესასწაულობთ,  დოლს ვაბრახუნებთ, ვსაუბრობთ ჩვენი გამარჯვებების შესახებ.  მაგრამ სინანულის გარეშე ვერ მოხდება ხალხის სულიერი გამოჯანმრთელება…. იფიქრეთ რა არის ეკლესიის ინტერესი? რას საქმიანობს ეკლესია? ეს არის სულების ხსნა და სხვა არაფერი. ეკლესიას არანაირი  ტყუილი არ ჭირდება. მე გთხოვთ გაიხსენოთ, თუ ყოფილა ჩვენი სასულიერო პირების მხრიდან ისეთი შემთხვევა, იქნებოდა ეს პატრიარქი, სინოდის წევრი ან რიგითი ეპისკოპოსი წარსული თუ დღევანდელი ათეულობით და ასეულობით დანაშაულის გამო  სინანული გამოეთქვათ. არა, და ეს სამომავლოდაც არ განიხილება.

ხოლო ყოველდღიურად  ამის საპირისპიროს გვეუსაუბრებიან… ამის მიუხედავად თქვენ უნდა გწამდეთ ღმერთი. თუ თქვენ მორწმუნე ხართ,  უფალი ისეთ ჯვარს არ მოგცემთ, რომლის ტარება არ გძალუძთ… მე მახსენდება ჩვენი წმინდანები,  ყაზანის მიტროპოლიტი კირილე, პეტროგრადელი მიტროპოლიტი იოსები, უხტომის ეპისკოპოსი ანდრია. მთელი ჩვენი სახელმწიფო ძალები მათ გასატეხად იყო მომართული, თუმცა წარუმატებლად. 1937 წელს ორივე დახვრიტეს, მიტროპოლიტი კირილე და ეპისკოპოსი იოსები. აქ სოლჟენიცინს იხსენებდით, ის მარტო იყო. თუმცა კაგებემ ვერ გატეხა, ეს კარგი მაგალითია ქრისტიანებისათვის. გატეხეს ისინი? ვერა, ვერ გატეხეს. აი ამიტომაც ვერ იტანს მათ მოსკოვის საპატრიარქო[1]. დღეს ჩვენი ემიგრაციის ეკლესია, რომელიც სულმუდამ ამაყობდა თუ როგორ შეინარჩუნა მართლმადიდებლური რწმენის სისუფთავე, წარსულში მათ განსაჯეს სერგიანელობა. დღეს რატომ დუმს? ვინმე თქვენგანმა გაიგო მათი ხმა ან სიტყვა? ბოლო ათი წელიწადია თქვეს რომ რაიმეს არ ეთანხმებიან? ერთხელ მაინც საკუთარ ავადმყოფობაზე თუ უსაუბრიათ? ან პარიზის ეგზარქატი? საკუთარ ცოდვებზე უსაუბრიათ? არავის სურს სინანული და ეს ჩვენი საერთო ტრაგედია! კათოლიკეებმა გარკვეულწილად დაიწყეს ამ კუთხით გადააზრება! მე მსურს, რომ ჩემმა ეკლესიამ მოინანიოს ათეულობით თუ ასეულობით ცოდვა. აი სულ ახლა, ამ  მარტის თვეში სამოცდაათი წელიწადი შესრულდა ე.წ. ლვოვის საეკლესიო კრებიდან. 1947 წელს მოხდა უკრაინის გრეკოკათოლიკური ეკლესია ძალადობრივი გზით ლიკვიდაცია. მე არ ვარ უნიატი,  მაგრამ მე  მათ თანავუგრძნობ… იმ დროს საბჭოთა ხელისუფლებამ სამასი მღვდელი მოაგროვა, იძულებით ხელები ააწევინა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურად. ეს ყოველივე მოხდა საბჭოთა სადაზვერვო სამსახურების ორგანიზირებით.  ითვლება საეკლესიო ეს კრებად?  ეკლესიის ისტორიაში არ მოიპოვება ფაქტი, რომ ეპისკოპოსი არ ყოფილიყო საეკლესიო კრების მონაწილე. აქ კი არცერთი გრეკოკათოლიკე ეპისკოპოსი არ იყო წარმოდგენილი, ვინაიდან ყველა მათგანი  ციმბირში იყვნენ გადასახლებულები. ჩვენ უნდა შეგვრცვხვეს ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ვინმეს ეკლესიის ლიკვიდაციის უფლება. არ გვაქვს უფლება მივუთითოთ სხვა ადამიანებს თუ როგორ უნდა სწამდეთ მათ. მე არ მაქვს დღეს უფლება წავიდე კათოლიკურ სამრევლოში და ვუთხრა: თქვენ ყველანი სულელები ხართ და მართლმადიდებლები უნდა გახდეთ, მე არ წავალ ბაპტისტებთან, ორმოცდაათიანელებთან, უნიატებთან და არ დავუწყებ მათ სწავლებას თუ როგორ უნდა სწამდეთ. მე ვიცი რომ ეკლესია მხოლოდ ერთია დედამიწაზე, ჩვენ გვწამს სამება და ერთი წმინდა  კათოლიკე სამოციქულო ეკლესია…

სტალინი და დედა მატრონა, მასზე საუბრობენ ჩვენი იერარქები. თუმცა ეს ხომ მითია, მოსკოვის საპატრიარქომ უნდა აღიაროს რომ ეს ტყუილი ისტორიაა. არ შეიძლება მატრონას შესახებ წიგნების კითხვა, სადაც წერია რომ  რომელიღაცა ჩვენი ბიძა, პროდუქტებით ხელში კრემლში მიმავალი თითქოსდა შემთხვევით შეხვდა სტალინს, რომელსაც წმინდა მატრონე მოსკოველის შესახებ უამბო. შემდგომ სტალინი მიდის მატრონასთან, რომელსაც ის ეუბნება და ა.შ. და ა.შ. ეს არ შეიძლება, ეს არაა მართლმადიდებლობა, ეს არის ტყუილი ჩემს ეკლესიაზე. თუმცა მოსკოვის საპატრიარქომ ეს წიგნი არ აკრძალა და მილიონობით ეგზემპლარი იყიდება, რომელმა ჩვენმა იერარქმა თქვა საზრიანი ამ წიგნის შესახებ, ან არქიმანდრი ტიხონ შევკუნოვის წიგნის „არაწმინდა წმინდანების“ შესახებ. ეს წიგნი მილიონობით ეგზემპლარად გავრცელდა და მილიონობით მართლმადიდებელმა ქრისტიანმა წაიკითხა, შეიძლება ეს არის კარგი მხატვრული ლიტერატურა. აქ მე ვსაუბრობ მამა ტიხონზე, როგორც მწერალზე თუმცა ეს არის ტყუილი მართლმადიდებლობის შესახებ. ნებისმიერი თქვენგანი დარჩით და მოგიყვებით ათ ან ოც მითიურ მონაკვეთს ამ წიგნიდან, ეს არის ტყუილი მართლმადიდებლობაზე. ჩემი პატრიარქის, ეპისკოპატის ვალდებულებაა თქვას: კარგით წაიკითხეთ ეს წიგნი, მაგრამ ეს წიგნი არაა ქრისტიანული.

თუ ეკლესიაში მოდის ადამიანი, ის მოდის ღმერთთან. ყოველდღიურად როდესაც მე ვიბარებ აღსარებას, მაცხოვარი  უხილავად დგას ჩვენთან და მოგიტევებს ცოდვებს. ყოველი ადამიანი მოდის ეკლესიაში არა ჩემთან – მღვდელთან, არამედ ღმერთთან. ყოველი ადამიანი ინანიებს არა ჩემთან, არამედ ღმერთის წინაშე, მე მხოლოდ მოწმე ვარ შენი სინანულისა. ამასვიმეორებ ყოველ აღსარებისას. პირველი რასაც გთხოვთ არ აურიოთ ერთმანეთში, მღვდლები ეკლესიასთან. ეკლესია იყო ყოველთვის და იქნება ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო. და ჩვენ მღვდლები ვართ ცოდვილი ადამიანები!

 ადამიანი მოდის ქრისტესთან და მისთვის არ შეიძლება სულერთი იყოს, მათ შორის ჩვენი  სასულიერო პირების ქმედებები და საქციელი. მე ძალიან ვწუხვარ რომ ქრისტიანები და ზოგადად მართლმადიდებლები მიდიან მათთვის სასურველ მღვდელმსახურთან და არა მაცხოვართან.

მე  ხშირად ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხალხს ეკლესიისაგან ხომ არ დააშორებს? ჩემი პასუხია: ჩვენი საქმეა ყოველთვის ვთქვათ სიმართლე! ყოველი ადამიანი გამონაკლისის გარეშე ვალდებულია ისაუბროს სიმართლე, დაწყებული პატრიარქიდან თქვენით დამთავრებული.  თუ თქვენ რაიმე იცით, თქვენ არ უნდა გაჩუმდეთ! თქვენ გაქვთ უფლება სიმართლის! მოციქული პავლე  მოგიწოდებთ: „თავისუფლებისთვის ხართ ძმანო მოწოდებულნი!“ (გალ 5:13). ყოველი ქრისტიანი თავისუფალი ადამიანია და ვალდებულია დაამოწმოს სიმართლე!  თუ არადა შენ არ ხარ ქრისტიანი, ჩვენ არ გვჭირდება მითოლოგია. ქრისტიანობა ეს არის უცილობლად სიმართლე. გადამწყვეტ დროს ადამიანის დუმილი ეს არის ტყუილის ყველაზე გავრცელებული ფორმა.

წყარო:


[1] არ ხდება მათი წმინდანად კანონიზაცია.

დატოვე კომენტარი