ლეონარდო ბოფი / მამაო ჩვენო


Por Ramiro Furquim/Sul21

ლეონარდო ბოფი

მამაო ჩვენო – ლეონარდო ბოფი

– მამაო

პირველ რიგში შენ არ ხარ ჩვენი მსაჯული და ბატონი,

– არამედ მამა ხარ ჩვენი,

რომელიც ისმენს საკუთარი ჩაგრული ბავშვების ხმას.

– შენ ხარ ზეცაში,

საიდანაც ჩვენს ბრძოლას  ადევნებ თვალს.

– წმინდა იყოს

შენი ჩართვა განმანთავისუფლებელ ბრძოლაში, მათ წინააღმდეგ ვინც შენი სახელით

ადამიანებს ჩაგრავს და დედამიწას ზიანს აყენებს.

– მოდი ჩვენთან

გაღატაკებულებთან, შენი სამართლიანობით.

დაე მოახდინე შენ განთავისუფლება  დედამიწიდან ზეცამდე.

– და ყოველდღიური პური

რომელსაც ჩვენ ერთად მოვიპოვებთ, მოგვეც ნება რათა ერთად განვტეხოთ.

– შეგვიწყალე ჩვენ

ჩვენი ეგოიზმი, რათა ეს კოლექტიური ცდუნება ერთად დავამარცხოთ.

– და არ შეგვიყვანო ჩვენ იმის მცდელობაში,

რათა მოვახდინოთ ადამიანების ექსპლუატაცია და დედამიწის ყვლეფა, სიმდიდრის დასაგროვებლად.

– არამედ განგვათავისუფლე

ბოროტის მიმართ შურისძიებისა და ზიზღისაგან, რომელიც იმონებს და ჩაგრავს.

ამინ

ლეონარდო ბოფი – განთავისუფლების თეოლოგიის ერთერთი ცენტრალური ფიგურა, ბრაზილიაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას,  ლექციებს კითხულობს ღვთისმეტყველებაში, ეთიკასა და ეკოლოგიურ თემებზე.

თავდაპირველად ფილოსოფიას და თეოლოგიას სწავლობდა ბრაზილიაში (რიო დე ჟანეირო). 1964 წელს ეკურთხა მღვდლად, 1965-70 წლებში სწავლობდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ისეთ ცნობილ ღვთისმეტყველებთან როგორებიც იყვნენ ლეო შეფჩიკი და კარლ რანერი. ამავე უნივერსისტეტის საღვთისმეტყველო კომისიის წევრი იყო იმ პერიოდში იოზეფ რატცინგერი (მოგვიანებით განთავისუფლების თეოლოგიის ცნობილი მოწინააღმდეგე, 2005-13 წლებში რომის პაპი ბენედიქტე XVI ), ამ უკანასკნელმა ბოფის ნაშრომს უმაღლესი შესაფება მისცა. ბრაზილიაში დაბრუნებული ბოფი ხდება სისტემატური თეოლოგიის პროფესორი პეტროპოლისის უნივერსიტეტში. აქტიურად ეწევა წერით საქმიანობას, ხელმძღვანელობს კათოლიკური ეკლესიის გამომცელობას ბრაზილიაში, ამავე გამომცემლობაში იბეჭდება მისი თეოლოგიური ნაშრომები და წიგნები.

1985 წელს ვატიკანის სარწმუნოების კონგრეგაციამ მას ერთ წლიანი სასჯელი დაადო (სასჯელი მოიცავდა კათოლიკური თეოლოგიის სწავლების უფლების ჩამორთმევას) თავისივე თეოლოგიური მოსაზრებებისა და შეხედულებების გამო.ამის მიზეზი იყო ლეონარდო ბოფის  თეოლოგიური პოზიციები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური სწავლებასთან, იქნებოდა ეს ქრისტოლოგია, ეკლესიოლოგია თუ  სწავლება საეკლესიო საიდუმლოებების შესახებ. 1991 წელს იოზეფ რატცინგერი და პეტროპოლისის ეპისკოპოსი ხოსე ფერნანდესი ველოსო კვლავ მეორე დისციპლინარულ სასჯელი დაუწესა, ამჯერად ამის საბაბი  ბოფის მიერ კათოლიკურ საეკლესიო პრესაში მისი პოზიცია და  ცელებატის ინსტიტუტის კრიტიკა იყო, ბოფი ჩამოშორებულ იქნა ეკლესიის საგამომცემლო საქმიანობას. 1992 წელს ლეონარდო ბოფი საკუთარი ნებით  ტოვებს ფრანცისკანელების ორდენს და  სამღვდელო ხარისხს.  იგი დღეისათვის ასწავლის რიო დე ჟანეიროს სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთიკასა და სულიერებას, პარალელურად აქტიურად არის ჩართული სოციალურ საქმიანობაში, სიღარიბის  წინააღმდეგ ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვით საკითხებში. ბოლო ათწლეულია ავითარებს „სიცოცხლის თეოლოგია“-ს, ე.წ. ეკოლოგიური ღვთისმეტყველება.

(c) შოთა კინწურაშვილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s